არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ - ტარიელ ნაკაიძე ნიკა გვარამიას კომენტარზე

გამოქვეყნდა:

ტარიელ ნაკაიძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ კომენტარის შინაარსში არ იკვეთება რელიგიური ქვეტექსტი და ალეგორიული ხასიათისაა.

გარდა ამისა, ნაკაიძე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებს და წერს, რომ კომენტარიც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მისივე თქმით, რელიგიური გრძნობების მოტივით, ნიკა გვარამიას კომენტარზე პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები კეთდება:  

11 იანვარს ტელეკომპანია მთავარის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომელიც კრიტიკულად განწყობილ მედიასაც მიემართებოდა თქვა:

„...ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია.“

აღნიშნულ კომენტარს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გულისწყრომა მოჰყვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით და მოითხოვენ გვარამიამ ბოდიში მოიხადოს.

მიმაჩნია, რომ აღნიშნული განცხადების შინაარსში არ იკვეთება რელიგიური ქვეტექსტი/ მოცემული კომენტარი ალეგორიულად აჩვენებს კონკრეტული მისიის შესრულების ფორმას და მას არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ.

არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვის. ის ერთნაირად უნდა იცავდეს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტს, მათ შორის მედია საშუალებებს. ჩემი აზრით, ეს კომენტარი უნდა განვიხილოთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჭრილში.

საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას ამ გამოხატვასთან დაკავშირებული გამოხმაურებები იმ ცალკეული პირების მხრიდან გაჟღერდა, რომელთა ხმა არასდროს ამოუღიათ რელიგიური დისკრიმინაციის, დევნისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან შემთხვევებზე და არც მუსლიმი თემის ან სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოუხატავთ საჭირო დროს სოლიდარობა.

სწორედ ამიტომ მათ განცხადებებს პოლიტიკური მიზანი და სარჩული უფრო აქვს და როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნით ცდილობენ რელიგიური გრძნობების გამოყენებას

ps სად ხარ, сейчас раздраженный

Ahmed Imamkuliev

? დაგმე ახლა შენივე პარტიის წევრი და ახლა უკვე მას მოსთხოვე ბოდიშის მოხდა- წერს ნაკაიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი