ეს არის აღიარებითი ჩვენება - ნიკა გვარამია ივანიშვილის "აუსრულებელ ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

აღიარებითი ჩვენება - ასე აფასებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილს, სადაც ოლიგარქი მედიის შესახებ წერს და არ მალავს, რომ დამოუკიდებელი მედიის არსებობა მისთვის მიუღებელია.

ნიკა გვარამია ამბობს რომ ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსთავი 2-ის საქმეში მისი პირადი ინტერესეი.

"ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, ეს კაცი არ არის სტაბილური სააკაშვილის ნიადაგზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემს ნიადაგზეც. 

სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ამ წერილით მედიის სეგმენტზე ვლაპარაკობ, დადასტურდა, რომ ეს კაცი დევნიდა რუსთავი2-ს და მისი პირადი ჩართულობით შეიცვალა რუსთავი 2-ის მესაკუთრე უკანონო მესაკუთრით და ასევე მდევნიდა პირადად მე და საბოლოო გამოსათხოვარ წერილში, პირადად მიხსენიებს პრაქტიკულად, როგორც მედია მენეჯერს, რომელიც სინამდვილეში პარტ ფუნქციონერია, თუ რაღაც სისულელე. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი პარტიული თანამდებობა არასოდეს არ დამიკავებია - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ივანიშვილის წერილის ამ ნაწილს, გამოიყენებს ყველგან, პოლიტიკური დევნის დამადასტურებლად: 

მე ვფიქრობ, რომ ეს არის აღიარებით ჩვენება და ეს აღიარებითი ჩვენება მომავალში რუსთავი 2-ის მესაკუთრეებს, რომელსაც უკანონოდ წაერთვა რუსთავი 2 აუცილებლად უნდა გამოიყენონ და რაც შემეხება პირადად მე, პოლიტიკური დევნის დადასტურებად ამას აუცილებლად, ბევრგან სხვადასხვა ინსტანციაში და სხვადასხვა ქვეყანაში აუცილებლად გამოვიყენებ", - ამბობს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ახალი რეპრესიების მოლოდინშია და ვარაუდობს, რომ ივანიშვილის წასვლის მიუხედავად, ამ ყველაფერს მისი მორჩილი ხელისუფლების წევრები გააგრძელებენ:

"ამ წერილით თუ ამ წერილის გარეშეც "ოცნება" ჩემი მისამართით, ჩემი მედიის მისამართით და ზოგადად ოპოზიციური მედიის მისამართით რეპრესიებს ცხადია გააგრძელებს იმიტომ, რომ ამ წერილმა დაადასტურა, რომ მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის არის კრიტიკულად განწყობილი მედია და პირადად მიხეილ სააკაშვილი", -თქვა ნიკა გვარამიამ

ივანიშვილის გამოსამშვიდობებელ წერილში მედიის მისამართით გაკეთებული განცხადებაში, ოლიგაქრს არ დაუმალავს, რომ წლების განმავლობაში ებრძოდა დამოუკიდებელ მედიას და ცდილობდა კრიტიკული აზრის ჩახრშობას - წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს - წერს ის

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი