მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას - ომბუდსმენი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ამ ფაქტისგან გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით დაპირისპირების გაღვივებას - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას კომენტარის შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს.

ნინო ლომჯარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ცალკეულმა პირებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა ნიკა გვარამიას მიერ სატელევიზიო კომენტარში ნახსენები კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხმყოფლად, დისკრიმინაციულად შეაფასეს და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გავეცანი მუსლიმი თემის ჩემთვის ანგარიშგასაწევი არაერთი წარმომადგენლის, მათ შორის სასულიერო პირების საპირისპირო პოზიციებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფაქტისგან გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით დაპირისპირების გაღვივებას, რაც მიმაჩნია, რომ ისეთივე სახიფათოა, როგორც სიძულვილის ენის რეალურად გამოყენება. აღარაფერს ვამბობ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო რისკებზე.

მოვუწოდებ ყველას, სიფრთხილე გამოვიჩინოთ რელიგიურ საკითხებზე დაპირისპირების ხელოვნურად წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, მითუმეტეს, რომ, სამწუხაროდ, მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩოხატაურში/ბუკნარში დღეს განვითარებული ძალიან სამწუხარო მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. სჯობს ვისაუბროთ ამ და სხვა მრავალ გამოწვევაზე, რაც რეალურად აწუხებს თემს!" წერს ლომჯარია

არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ - ასე აფასებს მუსლიმი თემის წარმომადგენელი და "ევროპული საქართველოს" წევრი, ტარიელ ნაკაიძე, ნიკა გვარამიას განცხადებას.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ  მზად არის ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს მისი გამონათქვამი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი