სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ადიდებულ მდინარეში ჩარჩენილი შვიდი ადამიანი გადაარჩინეს. სოფელ გომსა და საჯავახოში მოქალაქეები მდინარე რიონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
უხვმა ნალექმა გომში საცხოვრებელი კოტეჯები დატბორა და იქ მყოფ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა. მათ გამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეების ევაკუირება ნავების საშუალებით შეძლეს.
იმერეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები სამტრედიის წყალტუბოს, ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტებში შექმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.