
მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად 2 მილიარდს, ჯანდაცვის სისტემაზე კი 351 მლნ ლარს დახარჯავს - მათ შორის მოხდება მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვაც.
დღეს არც პრემეირ–მინისტრს და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არ უთქვამთ, საიდან მოაქვთ ეს ფული, რა პროექტებს უნდა მოაკლდეს ბიუჯეტის რესურსი. ამ გაურკვევლობამ კი შესაძლოა, თავის მხირვ დამატებითი ეკონომიკური პრობლემები შემქნას.
მაია ცქიტიშვილის თქმით, 2 მილიარდ ლარში შედის ის თანხები, რომელიც განკუთვნილი იყო ტურისტული ბიზნესისთვის. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფინანსური ორგანიზაციებიდან მიიღონ დახმარება, თუმცა, უცნობია, რა ოდენობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს ხელისუფლება.
როდესაც ვსაუბრობთ 14 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფას, გასაგებია, რომ ყველას გვესმის, რომ ძალიან ბევრი ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვწონდა გაჟღერებული წლის განმავლობაში, ძლიან ბევრი ის პროგრამა, რომელიც გვქონდა გათვალისიწნებული და რომელიც სრულდება, ასევე, მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც გათვალისიწნებული იყო, ამ ეტაოზე მოგვიწევს ხარჯების შემცირება და ასევე კრიზისული ბიუჯეტი, საბოლოო ფორმას მიიღებს მას შემდეგ, რაც გვეცოდინება დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭირო პერიოდი და როდესაც გვეცოდინება ის სიმძიმე, რომელიც ბიზნესს დააწვება“, – განაცხადა მაია ქციტიშვილმა.
პრემიერის და ვიცე–პრემიერის განცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები თვლიან, რომ ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მთავრობა სპონტანურ ნაბიჯებს დგამს, რაც ბიუჯეტს დააზიანებს.