პური, ზეთი და ხორცი კიდევ გაძვირდება - კრიზისი უფრო მწვავდება

გამოქვეყნდა:

პურზე, ზეთსა და ხორც-პროდუქტებზე ფასებმა უკვე მოიმატა - მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო პროდუქტები სულ მცირე 50 თეთრით გაძვირდა.

თუმცა, როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და ეს თვალსაჩინო თებერვლის ბოლოს გახდება. ამის მიზეზი კი, როგორც ლარის გაუფასურება, ასევე იანვრიდან გაძვირებული ელექტროენერგიაა, რადგან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, კომერციულ ობიექტებს გადასახადი 15 თეთრამდე გაუძვირდათ.

ლარის რეკორდულად გაუფასურებას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს და ფასებიც ამის შესაბამისად იზრდება. ეკონომისტებს და სფეროს ექსპერტებს პესიმისტური მოლოდინები აქვთ და დარწმუნებულები არიან, რომ ინფლაქციის მაჩვენებელი 2021 წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

ოპოზიციაში ბიზნესის გადაწყვეტილება - ფასების მატებასთან დაკავშირებით - არ უკვირთ. ამბობენ, რომ „ოცნების“ არასწორი პოლიტიკის გამო, ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია და გაკოტრების პირას არაერთი კომპანია აღმოჩნდება.

მოსახლეობისა და ოპონენტების კრიტიკის არ ესმით ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში ფასების ზრდას პანდემიას უკავშირებენ და გაუთვალისწიენებელ რისკებზე საუბრობენ.

ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის შემდეგ მთავრობამ ნაწილობრივ სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, როგორც ბიზნესმენები ამბობენ, პროდუქტებზე ტარიფის ზრდა გარდაუვალია.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი