დეიან სტანოევიჩი - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - პოსტს სერბი დეიან სტანოევიჩი დაიკავებს. მან რევაზ ჩომახიძე შეცვალა და საქართველოს წყალბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

ახალი მწვრთნელის ხელმზღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უკვე დაიწყო მზადება ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რომელსაც ჰოლანდიის როტერდამი უმასპინძლებს

დეიან სტანოევიჩი საქართველოს ნაკრებამდე რუმინეთისა და ყაზახეთის ნაკრებების მთავარი მწვრთნელი იყო მუსაობდა სერბეთის ნაკრების მეორე მწვრთნერლად. 

"საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემთვის ახალი და საკმაოდ ამბიციური გამოწვევა იყო, ამიტომაც ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ბოლო პერიოდში გუნდი პროგრესირებს და ამბიციაც გააჩნია. ახლა ოლიმპიური ტურნირის კვალიფიკაციის წარმატებით დასრულებას შევეცდებით, რაც ძალიან ამბიციური  განაცხადი იქნება. დრო ცოტაა და შევეცდებით, ყველა პრობლემატური საკითხის გადაჭრა მოვახერხოთ", - ამბობს ის

სერბ მწვრთნელს ზუკა რურუა დაეხმარება, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ახლა ძალებს განსხვავებულ ამპლუაში მოსინჯავს და ეს მისთვისაც ამბიციური გამოწვევაა

როტერდამში გასამართი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ეტაპი წლის უმთავრესი მოვლენაა, ჰოლანდიაში მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრები შეიკრიბება, ოლიმპიადის საგზურს კი მხოლოდ სამი მიიღებს, ჯგუფში საქართველო კანადას, თურქეთს, საბერძნეთს, მონტენეგროსა და ბრაზილიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დეიან სტანოევიჩი, ნაკრების გარდა, დინამოშიც იმუშავებს. კლუბი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ასპარეზობს და ნაკრების საბაზისო გუნდადაც ითვლება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი