შეთანხმება შედგა - შეხვედრა ბუკნარში, გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის

გამოქვეყნდა:

ბუკნარში გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულებულია. შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შედგა - ისინი ლოცვაში ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან; აღარც აქციებს გამართავენ. 

შეხვედრას, რომელიც, დაახლოებით, 1 საათი გაგრძელდა, ესწრებოდნენ ქრისტიანებიც და მუსლიმებიც. 

"პირობითად ორივე მხარე, თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას და ლოცვას. არავის შეეშლება ხელი - ეს არის სეკულარული სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. თანასოფლელები ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ. სწორედ ამას მიეძღვნა კონსტრუქციული შეხვედრა", - ამბობს გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა მხოლოდ 1 რომელიმე კონფესიას არ ეხება და რომ ის სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს.

"ეს პრობლება წლების განმავლობაში არსებობს და გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფოს დონეზე გადაწყდეს და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა. ჩვენ ამ ხალხის გვერდში ვართ, მარტო მათი პრობლემა არ არის და ამიტომ ვართ აქ. ჩვენ როგორც ძმები, გვერდში ვუდგევართ და ბოლომდე დავგდებით", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი.

"ყოველ პარასკევს იქნება ლოცვა, რომელშიც არც ერთი მეზობელი ხელს არ შეგვიშლის, იქნება სიმშვიდე. იყო აქამდეც შეხვედრები, მაგრამ პროვოკატორების გამო უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. დღესდღეობით დამშვიდდა და დალაგდა ყველაფერი", - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ადგილობრივმა. 

მათი თქმით, უახლოეს დღეებში გაარკვევენ, ვისი პროვოცირებული იყო კონფლიქტი, თუმცა ამბობენ, რომ ამჟამად დამადასტურებელი ფაქტები ჯერ არ აქვთ.

ორად გაყოფილი ბუკნარი და სახიფათო პროცესები, რომელზეც ხელისუფლება დუმს 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი