რუსი მღვდელმსახურის წირვა ცხინვალში - მეუფე გერასიმე რუსეთში წერილს აგზავნის

გამოქვეყნდა:

მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის - ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე რუსეთში აგზავნის.

მეუფე გერასიმე წერს, რომ ცხინვალ საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და იქ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის მიერ წირვის ჩატარება  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე, მიუღებელია.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება - ნათქვამია მეუფე გერასიმეს წერილში

 შობას, 7 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წირვა რუსულ ენაზე ჩატარდა.

წირვა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა აღავლინა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი