რუსულად წირვა ცხინვალში –გაგზავნის თუ არა საპატრიარქო მოსკოვში საპროტესტო ნოტას

გამოქვეყნდა:

შობას, 7 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წირვა რუსულ ენაზე ჩატარდა.

თეოლოგების თანახმად, რუსულ ენაზე წირვის ჩატარებით, დაირღვა საეკლესიო სჯულის კანონი, რადგან ტაძარი საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშაა

ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაიამ, რომელსაც ტაძარი ექვემდებარება, "მთავარი არხისგან" გაიგო, რომ ტაძარში წირვა რუსეთის ეპარქიის მღვდელმსახურმა, რუსულად აღავლინა. გაურკვეველია გაუგზავნის თუ არა საპროტესტო ნოტას საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიას.

"სად? ცხინვალის სამების ტაძარში? პირველად მესმის. ცხინვალის ამბებს, არავინ ათანხმებს ჩემთან. იგზავნება ალბათ [საპროტესტო ნოტა] შეიძლება ეს არ ეკუთვნოდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, მე ვერ ვერკვევი ამაში." – ამბობს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია)

რელიგიის ექსპერტთა ასოციციაში ამბობენ, რომ საპატრიარქო მსგავს ფაქტებზე არ რეაგირებს.

"შობის დღესასწაულზე, ვლადიკავკაზის ვალანის ეპარქიის სასულიერო პირმა, წირვა ჩაატარა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ტერეტორია საქართველოს ეკლესიისა, ამიტომ დაუშვებელია. საპატრიარქო ამ დრომდე ასეთ ფაქტებზე არ რეაგირებს." – ამბობს რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე თეოლოგი ზვიად ცაბაძე

თეოლოგები ამბობენ, რომ წირვის რუსულად ჩასატარებლად ნებართვა ისაია ჭანტურიას უნდა გაეცა.

"ეს არის უდიერება და უხეში შეჭრა მოძმე ეკლესიის სივრცეში, საპატრიარქომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება და კათოლიკოს პატრიარქი ვალდებულია საპროტესტო ნოტა გაგზავნოს რუსეთში" – ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს ჯერ განცხადება ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი