საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით - ზურაბიშვილი ბუკნარზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურბიშვილი, ბუკნარის მოვლენებსა და რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს ეხმიანება. 

"მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. 

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის  ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. 

ჩვენს მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. 

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა", - წერია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ბუკნარში, გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის, ცოტა ხნის წინ დამთავრდა - შეთანხმება შედგა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი