2 მილიარდი ბიზნესის და მოსახლეობის დასახმარებლად – მთავრობას ოპონენტები ანტიკრიზისული გეგმის არქონის გამო აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

კორონაკრიზისით დაზარალებულ ბიზნესს და უსამსახუროდ დარჩენილ ხალხს საქართველოს მთავრობა 2 მილიარდი ლარით დაეხმარება, კიდევ 351 მილიონს დახარჯავს ვირუსთან საბრძოლველად.

მილიონ 200 ათასი მოქალაქეს კი სამი თვით კომუნალური გადასახადებს ხელისუფლება გადაუხდის. ეს შეღავათი ეხება ყველას, ვინც თვეში 200 კილოვატ საათზე ნაკლებ ელექტროენრგიას და 200 კუბერმეტრ ბუნებრივ არის  მოიხმარს. თუ თქვენ თვეში დენში 36 ლარს იხდიდით, გაზში 92-ს, მარტის, აპრილის და მაისის გადასახადი არ დაგერიცხებათ. 

პრემიერ გახარიას განცხადებიდან რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა ორი მილიარდით დახმარების დიდი აქციას აანონსებს, თუმცა არ იციან, თანხების მობილიზება საიდან ხდება. ვიცე პრემიერმა თქვა, 2020 წლის ბიუჯეტს შეცვლიან, მაგრამ არ ამბობს, რისი დაფინანსება შეჩერდება და რომელი პროექტები აღარ განხორციელებდება.

მთავრობა ებრძვის ეკონომიკურ კრიზსს გეგმის გარეშე, ააანონებს მილიარდობით დახმარების გამოყოფას, თუმცა გეგმის გარეშეე. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიიყვანს ხელისუფლების ქმედებები, რადგან შესაძლოა ერთ დღეს აღოჩნდეს, რომ მთავრობას სასიცოცხლო პროექტებისთვის აღარ ჰყოფნის ფული.

მოსახლეობის ნაწილს მთავრობა კომუნალური გადასახადების დაფარვას დაპირდა, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, რით უნდა იარსებოს უსამსახუროდ დარჩენილმა ადამიანებმა, როდესაც ქვეყნაში ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის, მუშაობა შეწყვიტეს ონლაინ მაღაზიებმაც, ანუ სახლში უფრო მეტი ადამიანი დარჩა. „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ გამოსავალი ხალხისთვის 1000–ლარიანი ვაუჩერის დარიგებაა, ეს ფული საკმარისი იქნება სამი თვით, რომ მოქალაქეებმა არსებობა შეძლონ.

მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ შეკითხვები გაუჩინა ეკონომისტებსაც.  ექსპერტებისთვის გაუგებარია, საიდან მოიტანს მთავრობა 2 მილიარდ 351 მილიონ ლარს, რას მოაკლებს ფულს და კონკრეტულად როგორ აპირებს ხელისუფლება დაეხმაროს ადამიანებს, ვინც დაკარგეს სამუშაო ადგილები, სრულად ამოწურეს მიზერული დანაზოგები და ახლა ეპიდემიაზე უფრო მეტი შიშით ახლა თავის დაცარიელებულ საბანკო ანგარიშებს უყურებენ.

ბიზნესისა და მოქალაქეთა დახმარების გარდა, დამატებით 351 მილიონი ლარი გაიმოიყოფა. ეს თანხა სრულად ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას და კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი