15 თებერვლიდან რუსეთი ხორბალს აძვირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ხორბლის ფასთან ერთად, გზრილია ელექტორენეტგიის გადსახდიც, ასევე ფასზე აისახბეა ლარის გაუფასურებაც.
მოსახლება ამობობს, რომ პურიზე დაანონსებულ ფასის ზრდა მათთვის მიუღებელია და თვლაინ, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით მიდგომა უნდა შეცვალოს და ყველაფეირ გაკეთოს რათა ფასმა არ მოიმატოს.
"არ უნდა გაძვირდეს პური. ბავშვს იმას ვეხვეწები, საჭმელს პური მიატანონს, რომ მეორე წუთში საჭმელი არ მომთხოვო თქო. ამხელაზე გაძვირება შეიძლება? 25 ლარი მომიმატა და ახლა პური უნდა გააძვიროს", - ამბობს ერთერთი პენსიონერი.
"პური თუ გაძვირდება ადამიანმა რანაირად უნდა იარსებობს? პურზე ვართ დამოკიდებულები", - ამბობს ერთერთი მოქალაქე
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ ხორბლის გაძვირება გამოიწვევს ფასის გაზრდას კვერცხსა და ქათმის ხორცზეც.
"კვერცხისა და ქათმის ხორცის ღირებულებაში 65%-ს თვითღირებულებაში წარმოადგენს საკვები და ამ საკვებში შემავალი 70% მარცვლეულია, ძალიან მარტივად რომ დავთვალოთ ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა ჩვენთვის, რაც შეიძლება, რომ მიადგეს დარგს, მარცვლეული კულტურების გაძვირება", - თქვა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
ბიზნეს სექტორი მთავრობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად მიაქციოს ყურადღება ამ სფეროში დასაქმებულებს და უზრუნველყოს, რომ ფასები კატასტროფულად არ გაიზარდოს.