ჩოხატაურის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე მუსლიმთა მუფტის გამოჩენას და მის განცხადებებს აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
ისინი ადამ შანთაძის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც სასულიერო პირი ამბობს რომ პრობლემა მოგვარებულია და ხვალ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩატარდება.
აქციის მონაწილეები მუფტს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა.
გუშინდელი დღის შემდგ როდესაც გაიმართა შეხვედრები და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ არ იქნება პრობლემა, ლოცვები გაგრძელდება - მიმართა შეკრებილებს იმამმა, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.
მუსლიმმა მრევლმა შანთაძეს მათი ინტერესების მხარეს დადგომა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, ჩოხატაურში დღეს აქცი დასრულდა. დროებითი შეთანხმება, ადგილზე მაჟორირატი დეპუტატის ჩასვლის შემდეგ შედგა. დეპუტატი მუსლიმ მრევლს დაპირდა, რომ ხვალ, ტრადიციული ლოცვის შემდეგ, შეხვედრა შედგება.