700 ათასი ლარი რელსებზე მოძრავი კარადებისთვის - პროკურატურამ ახალი ავეჯი იყიდა

გამოქვეყნდა:

მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად, პროკურატურაში 700 ათასი ლარის ინვენტარი, მათ შორის რელსებზე მოძრავი კარადები, მაინც შეიძინა. ხელშეკრულება უწყებამ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა კომპანია "ნოვი სტილი ჯორჯია"-სთან დადო. 

"ეს არის კომპანია, რომელიც დაახლოვებუი არიას "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებთან და როგორც ჩანს, ამ კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე გამონახეს საერთო საქართველოს პროკურატურაშიც. ", - ამბობს გიორგი კაპანაძე, "ენმ"-ს წარმომადგენელი.

მთავრობის ოპონენტების აზრით, ახლანდელ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში საეჭვო და ძვირადღირებული ტენდერების გამოცხადება მიუღებელია და "სახელმწიფო უწყებები ავეჯისთვის კი არ უნდა იცლიდნენ, იმისთვის, რომ როგორმე დაეხმარონ ადამიანებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი