თბილი, სუფთა სახლი ვირთხების გარეშე - 4 წლის ბავშვის ოცნება და ქვეყანა, მილიონამდე სოციალურად დაუცველით

გამოქვეყნდა:

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება და სულ უფრო მეტ ოჯახს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.  

ტერიტორიაზე სადაც წლების წინ ნაგავსაყრელი იყო და სახლი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში დანგრევის პირასაა, ნანა მეტრეველი რამდენიმე წელია, სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახმა დედაქალაქის მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა, მათი არსებობა არავის ახსოვს.

თითქმის ღია ცის ქვეშ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი მხოლოდ სოციალური დახმარებისა და კეთილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი.

ქვეყანაში 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. წელს კი, სოციალურად დაუცველთა რიცხვმა თითქმის 1 მილიონს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მესამედს არანაირი შემოსავალი არ აქვს. 

ავტორი: ნინა ხუბუტია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი