საფრანგეთის გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გამოქვეყნდა:

2021 წელი წარმატებით დაიწყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა - წლის პირველი ტურნირი საფრანგეთის გრან პრი, იგივე ანრი დელანის სახელობის ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილი, 61 კილოგრამში ბექა ლომთაძე, 79 კილოგრამში ნიკა კენჭაძე და მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს დავით ტლაშაძე და გივი მაჭარაშვილი დაეუფლენ. ბრინჯაო ლადო ხინჩეგაშვილის, ბექა ბუჯიაშვილისა და ირაკლი მწითურის ანგარიშზეა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი