შსს 50 ათას ლარად შეძენილ ავოტმობილებს აუქციონზე 10 ათასად ჰყიდის

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორდის მარკის ავტომობილებს აუქციონზე ყიდის. სამინისტროს ავტომობილების შეძენა ღარიბაშვილის მინისტრობის დროს 8 მილიონი დაუჯდა - თითო მანქანაზე 50 ათასი. ახლა კი ავტომობილების საწყისი ფასი მხოლოდ 10 ათასი ლარია. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თქვა, რომ აღნიშნული ავტომობილების შენახვა ჯდება ძალიან ძვირი. 8 მილიონზე მეტი გადავიხადეთ ამ ავტომობილების ჩამოყვანაში და საბოლოო ჯამში ჩამოყვანიდან ძალიან მალე გაიკვა, რომ ეს მანქანები ვერ იქნებოდა ისეთი ეფექტური, როგორიც მანამდე ჰყავდა პოლიციას, და ახლა რა მანქანებითაც დადის... ბიუჯეტიდან 8 მილიონი გადაიხადო, რომელსაც შემდეგ ვერაფერში გამოიყენო, ეს არის დანაშაული", - ამბობს ბესიკ დონაძე, "ევროპული საქართველოს" წარმოამდგენელი.

იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰყიდიან პოლიციის მანქანებს, უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი