როგორ გადაიქეცი ვასიკო მაღლაფერიძედ?! - ნიკა გვარამიას მიმართვა საზმაუს დირექტორს 

გამოქვეყნდა:

სიცოცხლეში გახსნილი ვარსკვლავი და მემორიალი, რომელიც ტელევიზიის ფოიეში დგას - საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორი გიორგი გაბუნიას დღევანდელ მონოლოგს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ მაუწყებელმა ჯულიეტა ვაშაყმაძეს საკადრისი პატივი მიაგო. 

თინათინ ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტს მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "მთავარ აქცენტებში" გამოეხმაურა და ბერძენიშვილს საჯაროდ მიმართა : - როგორ გადაიქეცი ვასიკო მაღლაფერიძედ?! ამას როგორ კადრულობ არ გრცხვენია? არარაობა ხარ და მოვითხოვ შენს გადაყენებას - ამბობს ნიკა გვარამია.

მისი შეფასებით, ის, რაც ბერძენიშვილმა გიორგი გაბუნიას პასუხად დაწერა, სხვა არაფერია თუ არა დაყვედრება. 

“ეს არის ამორალურ ფსკერი და პირდაპირ მივმართავ საბჭოს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა იცავდეს - გამოიკვლიეთ თქვენი შოუები და მეგაშოუები როგორ მიმდინარეობს და რამდენი იხარჯება, რეკლამა სად რჩება და "ატკატები" სად მიდის და მეორე - ეს ადამიანი არის ამორალური ნაძირალა და ის არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს", - ამბობს ნიკა გვარამია.

გიორგი გაბუნიას მონოლოგის იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძის სამძიმარზე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თაიგულიც კი არ გაუგზავნიათ, დღევანდელ “მთავარ აქცენტებში" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც გამოეხმაურა და "ქართულ ოცნებას” მიმართა

“რას დაგამსგავსათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ? 2012 წელს 1 ოქტომბერს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ დღევანდელ საქართველოში თქვენ შეგეშინდებოდათ მიცვალებულის სამძიმარზე მისვლა. არ გრცხვენიათ ამისი?”, - მიმართა ლაგაზიძემ მმართველ გუნდს და მის მხარდამჭერებს.

"იყო სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი უსახელო ყვავილიც... მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია"...- თქვა გიორგი გაბუნიამ "პოს ფაქტუმში", მისი მონოლოგის დროს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი