ბორჯომის მერიის წარმომადგენელი, რომელმაც დამსვენებლები გააფრთხილა, სასტუმროს მეპატრონეა

გამოქვეყნდა:

ბაკურიანში კერძო კოტეჯები დამსვენებლებმა დაცალონ - ადგილობრივი თვითმართველობის ულტიმატუმის ვადა გაუვიდა. ბინის მესაკუთრეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილეს. 

ბორჯომის მერიის წარმომადგენელმა დამსვენებლები პირადად გააფრთხილა, ტერიტორია დროულად დატოვონ, წინააღდეგ შემთხვევაში სახლის მეპატრონე 2000 ლარით დაჯარიმდება.

პირი, რომელმაც დამსვენებლები გააფრთხილა, გოჩა გობრონიძეა, ბორჯომის მერის წარმომადგენელი. ბაკურიანში ამ საკუთარი სასტუმრო აქვს, რომელსაც სახელმწიფო დიდ თანხას უხდის საკარანტინე სივრცის მოსაწყობად.

დამსვენებლებისა და ბინების მეპატრონეების მტკიცების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამტკიცებდა, რომ ბაკურიანში მხოლოდ გეგმიური მონიტორინგია.

სრულმა ლოქდაუნმა და ტურისტების სიმცირემ, მცირე სასტუმროებისა და ბინების გაქირავების შემოსავალზე დამოკიდებული ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. პრობლემა ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს შეეხო. "ქართული ოცნების" შემომწირველებმა უსარგებლო საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად მილიონობით ლარი ტენდერში მონაწილეობის გარეშე მიიღეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები კორუფციულ გარიგებებზე და შერჩევით სამართალზე საუბრობენ და თვლიან, რომ ქვეყანაში კარგად მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და შემომწირველები ცხოვრობენ. ამისთვის 

ტურიზმის ადმინისტრაციამ მხოლოდ 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით უსარგებლო საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად 78 მილიონი ლარი დახარჯა. დაფინანსება საკარანტინე სივრცეებზე ისევ გრძელდება. შეზღუდვები კი, მხოლოდ იმ მოქალაქეებს ეხება, ვინც "ოცნების" პრივილეგირებულთა სიაში ვერ მოხვდა. 

ავტორი: საბა ბუაძე 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი