ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან 3 თვით მუშაობას შეწყვეტს - სსე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი "ენგურჰესი" 20 იანვარს, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 3 თვით სრულად წყვეტს მუშაობას.

უწყებაში აცხადებენ, რომ "ენგურჰესის"-ს სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისინი გადართვის სამუშაოებს ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოები 10-12 წელიწადში ერთხელ ტარდება.

"საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი „ენგურჰესი" 20 იანვარს, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, 3 თვით სრულად წყვეტს მუშაობას. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მიერ, შემუშავდა სპეციალური სქემა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ენერგოსისტემის განმხოლოებას აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან", - წერია განცხადებაში.

საქართველოს ენერგოსისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული სქემის მიხედვით განაგრძობს მუშაობას.

ხოლო, აფხაზეთის ენერგომომარაგება განხორციელდება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი