ბაკურიანში, ბინების მფლობელებს აქვთ ინფორმაცია, შესაძლო დაჯარიმებაზე, შრომის ინსპეცია უარყოფს

გამოქვეყნდა:

ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი დაშინების მცდელობად აფასებს ადგილობრივი მთავრობისგან მიღებულ გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც ბაკურიანში ბინების მფლობელებს სტუმრების მიღება ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

"ადგილობრივი მინი-ფეოდალები ამ სიტუაციას იყენებენ სათავისოდ, ეს არის დაშინების მცდელობა ან ვიღაცის ახირება. ასევე, საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, თავიანთი საახლობლო ჯგუფის დასაქმებისთვის და სხვების ჩაძირვისთვის"- ამბობს ვატო ასათაშვილი - „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი.

შრომის ინსპექცია მსგავსი აკრძალვის დაწესებას უარყოფს,  სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ  დადგენილი ნორმა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რის საფუძველზე ადგილობრივი ხელისუფლება თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი