გელათის მთავარ ტაძართან მძიმე ტექნიკა მუშაობს. სპეციალისტები იმ დროებითი გადახურვის შეკეთებას ცდილობენ, რომელიც თოვლმა ჩამოანგრია.
ახლა თუნუქის ფირფტების დროებითმა გადახურვამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დროებით უნდა დაიცვას გარემოს ზემოქმედებისგან და შესაბამისად, უნიკალური ფრესკები განადგურებისგან:
დღეს უნდა დასრულდეს, ხვალ ჩაიბარებს შესაბამისი აუდიტის სამსახური და 2 დღეში უკვე დაიწყება ამ დროებითი გადახურვების კიდე შესაძლო დაზიანებების ხარისხების შემოწმება - ამბობს ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი.
იმ შემთხვევაში კი თუ აუდიტის სამსახური, რომელიც ხვალიდან დაიწყებს სამუშაოების შემოწმებას, გადაცდომას დაადგენს, ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შეგახსენებთ, გელათის სახურავის ნაწილმა დიდთოვლობას ვერ გაუძლო და გუშინ ჩაინგრა.