8 მილიონიანი მილი გასკდა და ვარკეთილის მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში - გახოკიძის ქუჩაზე მილი დაზიანებულია, რის გამოც დიდი რაოდენობით წყალი გზის სავალ ნაწილზე მიედინება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მეორე დღეა უწყლოდაა დარჩენილი - ინფორმაციას ფეისბუქ-ლაივის საშუალებით, "ენმ"-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მერიამ ამ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის, 2015 წელს 8 მილიონი დახარჯა. 

გარდა ამისა, გზაზე მომდინარე წყალი იყინება და ავტოსაგზაო შემთხვევების საფრთხეს ქმნის.

"ვარკეთილის სამის ნაწილს წყალი არ მიეწოდება მეორე დღეა. ასეთი მდგომარეობაა, სამგორის რაიონის გახოკიძის ქუჩაზე, სანამ ფეისბუქ ლაივს ჩავრთავდი, დავრეკე 112-ში და ველოდები, იმედია მოვლენ და შესაბამის სამსახურს: თბილისის მერიასა და GWP-ის ჩააყენებენ საქმის კურსში, რომ მდინარე ჩაედინება.

ეს მთელი ღამის განმავლობაში გაიყინება და შექმნის საავარიო სიტუაციას. ჯერ ისედაც გახოკიძის ქუჩაზე საავარიო სიტუაციები იქმნება იმიტომ, რომ გზა არ ვარგა. შპს "ალიანს" გაუფორმეს თავის დროზე ხელშეკრულება და გახოკიძის ქუჩაზე ბიუჯეტიდან, 2015 წელს, 8 მილიონი დახარჯეს აქ მილები რომ შეეცვალათ... მოჩუხჩხებს ეს წყალი და კაცი შვილი პატრონი არ არის, რომ გააკეთონ " - ამბობს ლევან ხაბეიშივლი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი