აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატი 8 თებერვალს განიხილავს.
თუ წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას სენატი მხარს დაუჭერს, ტრამპს სამუდამოდ აეკრძალება მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. პირველად ეს 2019 წელს მოხდა, როდესაც გაირკვა, რომ ის ზეწოლას ახდენდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მას ჯო ბაიდენის ქმედებების წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო, მეორედ კი მიზეზი 2020 წლის 6 იანვარს მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შეტევა გახდა.