აშშ-ში, კენტუკის, მისურისა და ვირჯინიას შტატებში ტორნადოს სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ასზე მეტი ადამიანი. უცხოური მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. შტორმის შედეგად, რამდენიმე ქალაქში, 5000-ზე მეტი შენობა დაზიანდა, დაინგრა და განადგურდა, მათ შორისაა საცხოვრებელი სახლებიც, ძლიერმა ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილებიც.