აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე.
ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის საკითხში რეალური პროგრესი შეუძლებელია მანამ, სანამ ის პირადად არ შეხვდება კრემლის ლიდერს. იგივე მოსაზრება აქვს რუბიოსაც:
"საბოლოო ჯამში, ალბათ ერთადერთი რამ, რაც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს, პრეზიდენტ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი საუბარია“, - განაცხადა რუბიომ CBS-თან საუბარში.
რუბიოს ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა ასეთი შეხვედრისთვის მზადება:
„ასეთი შეხვედრისთვის ტექნიკური დეტალები გარკვეულ დამუშავებას მოითხოვს. შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად ყველაფერი იგეგმება, ადგილისა და თარიღის შერჩევის თვალსაზრისით. თუმცა, პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება, რაც შეიძლება სწრაფად. ვფიქრობ, რუსულმა მხარემაც გამოთქვა ამის სურვილი“. ამბობს რუბიო.