ინციდენტი ბათუმში - მოქალაქეები აქციაზე მისულ დეპუტატს დაუპირისპირდნენ შეძახილებით "მონა", "მოღალატე"

გამოქვეყნდა:

ინციდენტით დასრულდა ბათუმში საპროტესტო აქცია - ბულვარში, სადაც მოქალაქეები 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ, მივიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშივლი.

მას მოქალაქეები დაუპირსპირდნენ, უთხრეს, რომ მორალური უფლება არ ჰქონდა ბათუმელების გვერდით ყოფილიყო, რადგან ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა. მოგვიანებით, ის გამოეყო ოპოზიციას და მოირგო სადეპუტატო მანდატი. ირაკლი ჩავლეიშვილი შეკრებილებმა შეძახილებით "მონა", "მოღალატე" გააცილეს. 

დეპუტატი პოლიციიის კორდონით გამოიყვანეს ტერიტორიიდან. 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 13:00 საათზე დაიწყო. ბათუმელები ამტკიცებენ, რომ, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ხედავენ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი