იესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს - მეუფე ნიკოლოზი მის მიმართ კრიტიკას პასუხობს

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზს მათ პასუხობს, ვისაც მისი ძვირადღირებული ნივთები აღიზიანებს. მეუფეს ეს კრიტიკა არ სწყინს და იხსენებს ქრისტეს, რომელსაც ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს.  

"იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ზოგი ამბობდა, რომ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, გაყიდულიყო ეს ნელსაცხებელი და გლახაკებს დარიგებოდა ეს ფულიო... ახლა ვითომ გლახაკებს, იესოსგან რამე აკლდათ. იცით ალბათ, ხომ, ეს ადამიანი, ვინ იყო - ეს იყო იუდა, რომელსაც, ასე წერია სახარებაში, რომ გლახაკების დარდი არ ჰქონდა" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მიტროპოლიტის ინტერვიუ "მთავარ არხთან" იხილეთ აქ - მისიონერი, ალპინისტი, რეჟისორი, წმინდანთა ძვლების შემგროვებელი და იუთუბერი - მეუფე ნიკოლოზი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი