მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღე რჩება, თუმცა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებამდე დედაქალაქში აქცია დღესაც გაიმართება.
"ხელისუფლებას მივეცით 48-საათიანი დრო, რომ გამოვიდნენ კონტაქტზე და დავილაპარაკოთ ცვლილებების შესახებ. თუ არ დაგველაპარაკებიან, სხვა გზა არ დაგვრჩენია", - ამბობს ერთ-ერთი ტრუსტრული კომპანიის დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე.
დემონსტრაციისთვის უკვე ემზადებიან "ლილო მოლის" მოვაჭრეები, რომლებიც მთავრობას მუშაობის უფლებას დღეს კიდევ ერთხელ მოსთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტებს თავად გახსნიან; 1 თებერვალს კი მოლებთან შეიკრიბებიან და სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
მოვაჭრეების გარდა, შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ ტურიზმის სფეროს თვითდასაქმებული მძღოლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ და ხელისუფლებას პანდემიასთან ადეკვატური პრძოლისკენ მოუწოდებენ.