ტურიზმის სექტორი მთავრობას 5-პუნქტიანი გეგმით მიმართავს

გამოქვეყნდა:

ტურიზმის სექტორი მთავრობას 5-პუნქტიანი გეგმით მიმართავს და რეგულაციების შემსუბუქებასა და ზამთრის კურორტების 1 თებერვლიდან გახსნას სთავაზობს.

სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში, გეგმის ავტორები ხელისუფლებას ტურისტების მიღების ახალი წესების შემოღებას სთხოვენ, რომლის მიხედვით, ქვეყანაში შემოვლენ მოგზაურები, რომელთაც ვაქცინა და PCR ტესტი უკვე გაკეთებული აქვთ. ვინც საზღვარზე შესაბამის საბუთებს ვერ წარმოადგენს, ტესტი ადგილზე უნდა ჩაუტარდეს.

რეისების აღდგენისთანავე ტურიზმის სექტორი, რესტორნებისა და მუზეუმების გახსნასთან ერთად, ვიზიტორებისთვის კოვიდდაზღვევის პროგრამის შექმასა და ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებას სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ითხოვს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი