ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია განაახლეს - უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანები შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.
"ველოდით ყოველ მომდევნო ეტაპს და გავიგეთ, რომ პირველშიც აღარ ვიხსნებით. უბრალოდ ვეღარ ვინახავთ ოჯახებს. ეს აპოლიტიკური აქციაა, ვითხოვთ, გამოგვიყონ თუნდაც რამდენიმე დღე სამუშაოდ. მოლებზე მეტად აქ არ გავრცელდება ვირუსი, ღია სივრცეა. არ გვინდა უკიდურეს ზომებამდე მივიდეთ, იმედია, შეგვხვდებიან და მიმართულებას გამონახავენ" - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე 1 დღე რჩება - დედაქალაქში აქცია დღესაც გაიმართება