ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები – უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბეა.
უმუშევრობის, ფასების ზრდისა და სიღარიბის შემდეგ, ეკონომიკურ პრობლემებად მიიჩნევა:
კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებშიც და სოფლებშიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ყველაზე დიდ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
უმუშევრობას, ფასების ზრდას და სიღარიბეს, ქვეყნის პირველ სამ უმთავრეს ეკონომიკურ პრობლემად ასახელებენ, როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები და ისინიც, ვინც გამოკითხვისას არ დააასახელა, რომელ პარტიას უჭერს მხარს.
კვლევის მიხედვით, 2020 წლის ივნისიდან დეკემბრამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობაც.
მთლიანად გამოკითხულთა, 32% მიიჩნევს, რომ 2016 წლის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო "ქართული ოცნების" მხარდამჭერთაგან, 41% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის კეთილდღეობა გაუმჯობესდა.
ამავე კვლევიდან:
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.