გაღარიბებული ქვეყანა, რომელიც არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ს კვლევა

გამოქვეყნდა:

უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ინფლაცია - ეს არის ის მთავარი ოთხი საკითხი, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. ეს აჩვენა NDI-ის სატელეფონო გამოკითხვამაც. არც ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არც ოპოზიციის და აპოლიტიკურ პირებს არ დაუმალავთ, რომ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისის საკუთარ თავზე გრძნობენ.

მთავარი პრობლემა კი უმუშევრობაა. კოვიდ პანდემიამ კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას ახლა ისიც ემატება, რომ ჩუმად ვაჭრობა უწევთ, რომ საარსებო მინიმუმი ჰქონდეთ, უბრალოდ პური იყიდონ, სოციალურად დაუცველები კი ხშირ შემთხვევაში უტრანსპორტობის გამო უფასო სასადილოებამდეც ვეღარ მიდიან. 

ის რაც NDI-იმ ახლა ციფრებში გამოსახა, მხოლოდ დასაწყისია - ასეთია ეკონომისტებისა და ფინანსისტების შეფასება. თუ ხელისუფლებამ რეალური გეგმა არ წარმოადგინა და კრიზისიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ბევრად მეტ გაღარიბებულ ოჯახს მივიღებთ.  ამ ყველაფერს ემატება უიმედობა, რაც არჩევნების შემდეგ მოქალაქეებს გაუჩნდათ, რადგან ცვლილებები არათუ არ დაიწყო, ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი უუნარობითა და გულგრილობით ხალხი დაამშია. სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ და თვლიან, რომ თუ მმართველ გუნდს არ შეუძლია ეკონომიკური გეგმის შედგენა, ამაში თუნდაც ოპონენტების დახმარება უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ბევრად მძიმე იქნება. 

ხელისუფლებას ერთი პასუხი აქვს, პანდემიის გამო კრიზისმა მთელი მსოფლიო მოიცვა და საქართველო გამონაკლისი არ არის. პრობლემებს აღიარებენ, თუმცა პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ, რომელიც გაზაფხულზე აქციებს აანონსებს .

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც გამოკითხულთა უმრავლესობა მიუთითებს ქვეყნის განვითარებაა, გამოკითხულთა უმრავლესობა 38 % თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება.

ეს გამოკითხვა პანდემიის გამო ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტმა სატელეფონო ზარის მეშვეობით ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპონდენტთა ნაწილი, შესაძლოა, სრულად გულწრფელი პასუხებისას ვერ იყო, თუმცა ფაქტი ერთია, კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით შეიქმნა თანაბრად მტკივნეულია, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის,. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი