ეპარქია იმსჯელებს და დააკისრებს პასუხისმგებლობას - მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზზე

გამოქვეყნდა:

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის სრულიად შეუფერებელია სახარებისეულ სწავლებასთან. შეგახსენებთ, რომ მამა თადეოზმა ქადაგებისას თქვა, რომ პარაზიდტობას, "შტერად ყოფნას" და "ვირად გაზრდას" ჯობია ბავშვი პატარაობაშივე მოკვდეს.

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას", - წერია მიტროპოლიტი დანიელის განცხადებაში. 

იგივე ქადაგება სადაც მეუფე თადეოზმა კორონავირუსზე და ბავშვებზე ისაუბრა, უკვე შეფასდა არმენოფობიულადაც, რადგან მან თქვა "რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რა ამბობს? - რა გავცე, რის გავცეო. მის მერე დაანებს, შოთა რუსთაველი აშოტ რუსთაველი". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი