კახეთის შემდეგ, პოლიციის უფროსმა თანამდებობა შიდა ქართლშიც დატოვა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “მთავარს” შსს-ში დაუდასტურეს.  

მერაბ ბერძენიშვილი რეგიონის მთავარი პოლიციელის თანამდებობას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა. უცნობია, გააგრძელებს თუ არა ბერძენიშვილი გომელაურის უწყებაში, სხვა პოზიციაზე მუშაობას, სამინისტროში ასევე ჯერ არ ამბობენ ვინ იქნება მისი შემცვლელი.

“მთავარის” ინფორმაციით, შიდა ქართლის გარდა, სამხარეო პოლიციის უფროსები კიდევ რამდენიმე რეგიონშიც გაუშვეს. ერთერთია კახეთი, სადაც სამხარეო პოლიციის უფროსმა, თანამდებობა დატოვა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი