კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

კახეთის სამხარეო პოლიციის  დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.
37 წლის ზურაბ ბერიკაშვილი მუშაობას თბილისში ცენტრალური  ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად გაგრძელებს.

ინფორმაციას ადასტურებს როგორც ბერიკაშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროც.
უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ, ვინ ჩაანაცვლებს რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსანს.

ბერიკაშვილმა კახეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობა  2017 წლის დეკემბერში დაიწყო. თავდაპირველად  დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, რის შემდეგაც  დააწინაურეს  და 2019 წლიდან დღემდე კახეთის სამხარეო პოლიცის ხელმძღვანელი იყო.

გაგრძელდება თუ არა კახეთის პოლიციაში საკადრო ცვლილები, ჯერჯერობით უცნობია.

ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი