ეს არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ერთერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი კარტოგრაფების გირაოს სანაცვლოდ გათავისულებას Facebook-ის პოსტით ეხმაურება. ელისაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის მოლაპარაკების შედეგი. 

"ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!", - წერს ალეკო ელისაშვილი  

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი