თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. სასამართლომ მათ 20-20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გათავისუფლდნენ, მათ გირაოს გადასახდელად 30 დღის ვადა აქვთ.
სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა ივერი მელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
პროკურატურამ პროცესზე თოთეული ბრალდებულისთვსი 30-30 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, ასევე, მათი თქმით, ბრალდებულებს გაფრთხილების გარეშე საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ უნდა მიეცეთ. დაცვის მხარე პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა, ისინი ბრალდბეულებსი აღმკვეთის გარეშე გათავისუფლებას ითხოვდნენ.
პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრს აღმკვეთ ღონისძიებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და სასამართლოზე თავადაც გიროას შაუმდგომლობას დააყენებდნენ.
ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება კარტოგრაფების გათავისუფლება იქნება.
ე.წ. კარტოგრაფების საქმე:
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.
პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.