
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 7.9% შეადგინა.
ასევე, საქსტატის თანახმად, 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა – 6.1%–ით განისაზღვრა, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ მშპ 6.1%–ით შემცირდა, ეს კი 2005 წლის შემდეგ ყველაზე საგანგაშო და დაბალი მონაცემია.

საქსტატის ანგარიშით ირკვევა, რომ 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
საქტატის მიხედვით, 2020 წლის იანვარ–დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%–ით შემცირდა საქონლის ექსპორტი, 15.9%–ით შემცირდა იმპორტი და 14.8%–ით შემცირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა.