ზუგდიდში ნანგრევებიდან ამოყვანილი 10 წლის მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია მოზარდი, მდედრობითი სქესის მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით, ზოგადი მდგომარეობა სტაბილური, საშუალო სიმძიმის. უტარდება შესაბამისი კვლევები და მონიტორინგი დინამიკაში დაკვირვება", - ამბობს ექიმი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დევნილთა საერთო სახოვრებლის ავარიული მდგომარეობის შესახებ ზუგდიდის მერიას არაერთხელ აცნობს.
"შენობა ჩემი ბავშვობის დროიდან იყო ავარიულ მდგომარეობაში და საცხოვრებლად იყო უსარგებლო, მაშინაც, დევნილები ცხოვრობდნენ და შესაბამისად აქ დღეს ასეთ შენობაში არავინ არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა,რ ომ უდნა გასახლებულიყო აღმოჩნდა,რომ აქ ხალხი დღესაც იმყოფებოდა. ეს არის ძალიან ცუდი, მთავარია,რ ომ მსხევერპლი არ არის და ყველაფერი უნდა იღონოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ ასეთი შენობები, რომელიც არაერთია ზუგდიდში და საცხოვრებლად არის უსარგებლო, რაც შეიძლება სწრაფად გამოასახლონ და მათ მისცენ ღირსეული პირობები საცხოვრებლად", -ამბობს ერთერთი ადგილობრივი
ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია ამბობს, რომ დევნილთა სააგენტომ ამ ოჯახებს ბინები გადასცა.
"დევნილთა სააგენტომ აქ ფაქტიურად მცხოვრებ ოჯახებს გადასცა ბინები, დარჩენილი იყო ერთი ოჯახი რომელიც შემოწმების პერიოდში არ იმყოფებოდა ადგილზე და ბუნებრივია ვერ მიიღებდნენ ბინას, მათზე შევსებული იყო განაცხადის სოფლად სახლის მიღების თაობაზე და აღნიშნულ ოჯახზეც დადებითი გადაწყვეტილება მიღებულია დაფინანსებასთან მიმართებაში, უბრალოდ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები და როგორც კი დასრულდება აღნიშნულ ოჯახიც მიიღებს სოფლად სახლს", - თქვა გეგა შენგელიამ
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ე.წ საკონსერვო ქარხნის ყოფილი შენობა დღეს 30 იანვარს ჩამოინგრა, რა დროსაც 10 წლის ბავშვი დაშავდა.