"ვინ გეკითხება, წადი დაეტიე, სადაც ხარ, იქ დაეტიე" - მეუფე იაკობი კარტოგრაფების საქმეზე

გამოქვეყნდა:

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კარტოგრაფების საქმეს ეხმიანება და მეცნიერებს აკრიტიკებს.

"როცა ადამიანს ციხიდან უშვებენ სასიხარულო მოვლენაა, თვითონ მას უხარია, ოჯახის წევრებს, ბევრ მის ახლობელს უხარია და ამ დღეებში როგორც იცით, ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან მელაშვილი და ილიჩოვა და მერე ტელევიზიაშიც მივიდნენ... წარმოდგინეთ აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ეგ გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც. შე დალოცვილო, მერე რომ ცდილობ ასეთი ადამინი გაამართლო, როგორ არის სხვისი, როცა 2001 წელს მე წავედი მონასტერში, მანამდე ოთხი წელი იქით დავდიოდი სულ გარეჯაში, ავიდეს ნახოს, თამარ მეფის ფრესკა იქნებ არის იქ, კარგად ნახოს, ნახოს აბა სადაური რაღაცებია და ბოლოს ვინ ცხოვრობდა იქ. ეს არის ქვეყნების დასალაგებელი და ტრაგედია ის კი არ არის, მაგი რომ ასე აძლევს, ის ერთი კაცია, მე უბრალოდ რა დავინახე - გამოვიდა და ვიღაცას უთხრა - აი, ხომ მაგარი ტიპი ვარ (მაპატიეთ ამ გამოთქმაზე), გამოვედი და ვამბობ, რომ ქართველების არაა, აზერბაიჯანლების მიწაა. როგორ შეიძლება - მანამდე გმირად მიიჩნევდი იმის გამო, რომ ციხეში იყო დაჭერილი, ციხეში ვის არ იჭერენ?! რომ გამოვიდა და ეს ჩაიდინა, იქნებ ქართულად კარგად ვერ გამოთქვა, საერთოდ საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა, აბა შეიძლება?! ასეთ საქმეებს ვის ანდობ, ერთი რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინა ხარ შენ, რა ვინ გეკითხება, წადი დაეტიე, სადაც ხარ, იქ დაეტიე. არავის უნდა ციხეში რომ იყოს, მაგრამ გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო და შიდა ერთმანეთის ჭამით არაფერი გამოვა. ეგ წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, თორემ აქ ვის დაიჭერ და ვის არა, რაზე იჭერ, გეკითხა და ისედაც გეუბნება, რომ იმისია, მაგის გამო იჭერ? შენ გყავს შეყვანილი კომისიაში მე ხომ არ შემიყვანია, ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ", - თქვა მეუფე იაკობმა.

აქვე იხილეთ: "ცდილობენ, ცალკეული გამონათქვამები ამოგლიჯონ კონტექსტიდან" - "ოცნება" კარტოგრაფების წინააღმდეგ. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი