"ცდილობენ, ცალკეული გამონათქვამები ამოგლიჯონ კონტექსტიდან" - "ოცნება" კარტოგრაფების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში მათ წინააღმდეგ ე.წ.შავი პიარი დაიწყო და მასში აქტიურად ჩაერთვნენ სახელისუფლებო პირები.

ოპოზიციის შეფაფასებით, მეცნიერებზე იერიში ადასტურებს, რომ საქმე თავდანვე პოლიტიზირებული იყო. 

  • "ოცნება" ცდილობს, ცალკეული გამონათქვამები ამოგლიჯოს კონტექსტიდან... მეზობელ აზერბაიჯანთან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავითგარეჯი იურიდიულად დამტკიცდეს, როგორც საქართველოს შემადგენლობაში მყოფი", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, გიორგი ბარამიძე.
  • "ხელისუფლება ერთს ამბობს ქართველი ხალხის გასაგონად, მაგრამ იქცევია სხვანაირად", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, აკაკი ბობოხიძე.
  • "არაფერი გაუკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში სამართლებრივი პრობლემების მოსაგვარებლად", - ამბობს "ლელოს" წევრი, ლევან სამუშია.

თავის მხრივ, კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც. მისი თქმით, მელაშვილი საზოგადოებამ უნდა გარიყოს. 

"ერთი რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინა ხარ შე, რა ვინ გეკითხება, წადი დაეტიე, სადაც ხარ, იქ დაეტიე. არავის უნდა ციხეში რომ იყოს, მაგრამ გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო და შიდა ერთმანეთის ჭამით არაფერი გამოვა. ეგ წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, თორემ აქ ვის დაიჭერ და ვის არა, რაზე იჭერ, გეკითხა და ისედაც გეუბნება, რომ იმისია, მაგის გამო იჭერ? შენ გყავს შეყვანილი კომისიაში მე ხომ არ შემიყვანია, ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფებმა საპატიმრო 28 იანვარს დატოვეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი