"ადამიანს რომ უნდა უღალატოს თავის მეუღლეს, მაგრამ ვერ ბედავს" - მეუფე ანდრია დავით გარეჯზე

გამოქვეყნდა:

გარეჯი ეს არის საქართველო და ამით უნდა დასრულდეს - დღევანდელ ქადაგებაში ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ საკითხს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიაც გამოეხმაურა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ მტყუან-მართალზე მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც დავა დასრულდება:

დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნის დასმა გარეჯი საქართველოა? რაც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ, პროცესი გარეჯის უდაბნოს და იმ მონაკვეთის შესახებ, რომელზეც დღეს დავა მიდის, საქართველოს მიწა-წყლის საბოლოო დამტკიცებისა და მოქცევისა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში, ეს პროცესი უნდა დასრულდეს და მერე ვისაუბროთ თანამდევზე რა იყო და როგორ ხდებოდა. მერე გავარჩიოთ დამნაშავე თუ პოლიტიკური პროცესებში თავის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობაში მხილებული პოლიტიკური მოღვაწეები, თუ მთავრობის, თუ საზოგადოების წევრები.

მე მიმაჩნია, რომ საუბარი - კი გარეჯი საქართველოა, მაგრამ - გავს, ადამიანს რომ უნდა უღალატოს თავის მეუღლეს, მაგრამ ვერ ბედავს...ვერ ბედავს კი არა, ის ამას იზამდა, მაგრამ სცხვენია, რომ მთლად ასეთი ცუდი ადამიანიც არ უნდა რომ იყოს. არ შეიძლება ასეთი შინაგანი მდგომარეობის ქონა. გარეჯი არის საქართველო და ამით უნდა დასრულდეს" თქვა დღევანდელი ქადაგებისას მეუფე ანდრიამ.

კარტოგრაფების გათავისუფლებას და მიმდინარე პროცესებს დღეს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობიც გამოეხმაურა, თუმცა გაცილებით აგრესიულად. 

ქადგება სრულად

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი