"მე წყალი დამქონდა და დანარჩენი ბავშვები რეცხავდნენ იატაკს" - მოსწავლეები მერიის საპირფარეშოს დასუფთავების დეტალებზე

გამოქვეყნდა:
განახლდა:

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებსაც მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. 

თავის მხრივ, მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა ფაქტის შესახებ იცოდნენ. 

"სკოლიდან წაგვიყვანა ეთერი ჯაფარიძემ და შეგვიყვანა მერიაში. დავასუფთავეთ დარბაზი, შემდეგ ორმა ბავშვმა მოისურვა საჭირო ოთახში შესვლა... იცოდა დირექტორმა, ინგლისურის და მათემატიკის მასწავლებლებმა", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე. 

"მე წყალი დამქონდა და დანარჩენი ბავშვები რეცხავდნენ იატაკს", - ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე.

მასწავლებელი კი იხსენებს, რომ მერიის თანამშრომლებმა ბავშვები "პროექტის ფარგლებში" წაიყვანა. 

"თქვა, რომ ბავშვებს ვანახოთ შრომის ფასი... ვანახებ მინის წმენდის ტექნიკას. რა სამუშაოები შეასრულეს, ჩემთვის უცნობია", - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი. 

ჩხოროწყუს მერი ამტკიცებს, რომ ქალი, რომელმაც ბავშვები მერიაში მიიყვანა, დეკემბრიდან აღარაა მათი თანამშრომელი. 

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო მერიასთან, სადაც ადგილობრივებმა და ოპოზიციამ მომხდარი გააპროტესტეს,

მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს დაასუფთავებინეს - ვიდეო

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი