მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს დაასუფთავებინეს - ვიდეო

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუში ერთერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.  ინფორმაციას "ათინათი" ავრცელებსმათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაადასტურეს. 

"პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში - ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა", - წერს ერთერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში
 

შსს-მ გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი