რომ გაიზრდებიან იტყვიან, რომ ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო - ეთერ ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

რომ გაიზრდებიან იტყვიან, რომ ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო - ამბობს ქალი, რომელმაც ჩხოროწყუში მოსწავლეებს ტუალეტების დასუფთავება დაავალა.

ეთერ ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველაფერი სკოლის დირექტორთან, ნონა თოდუასთან შეთანხმებით მოხდა და შრომა სათაკილო არაა.

ოჯახს რომ გაუჭირდეს, ცოლ-შვილის გულისთვის, თუ ქმარ-შვილის გულისთვის შეიძლება რომ ესეთი საქმე არ ითაკილო - ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს დასუფთავების კადრები გუშინ გავრცელდა. მომხდარს შსს იძიებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი