ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებოს მშობლებმა, სკოლაში, საიდუმლო შეხვედრის შემდეგ პოზიცია შეიცვალეს და ამბობენ, რომ მათი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს - ვითომ წმენდდნენ, გადაუღეს სურათი, რომ სამახსოვროდ ჰქონოდათ, გაითამაშეს თორე არავის წაუყვანია ტუალეტის გასახეხად - ამბობს ერთერთი მშობელი.
მთავარი არხის ჟურნალისტმა, საპირფარეშოს დასალაგებლად წაყვანილი ბავშვების მშობლები იმ დროს გადაიღო, როცა ისინი მერიის და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან გამართულ დახურულ შეხვედრას ტოვებდნენ.
ადგილობრივი ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მშობლებზე ზეწოლა ხდება იმისთვის, რომ გამოძიებას ჩვენებები არ მისცენ.
რომ გაიზრდებიან იტყვიან, რომ ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო - ასე ეხმაურება ეთერ ჯაფარიძე მომხდარს. სწორედ ჯაფარიძის ორგანიზებით წაიყვანეს სკოლის მოსწავლეები საპირფარეშოების დასალაგებლად.