მოსწავლეები ტუალეტების დასასუფთავებლად - საქმეში გავლენიანი პირები ჩაერთნენ

გამოქვეყნდა:

სახალხო პროტესტი ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და მერიის წინააღმდეგ. საქმეში უკვე ჩართულია პოლიციაც. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რატომ და ვისი თანხმობით წაიყვანა მერის ნათესავმა და საქალაქო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა სკოლის მოსწავლეები მერიის შენობის და საპირფარეშოების დასალაგებლად.

დღეს მთელი დღეა საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა თავის იმართლებს, თუმცა დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ საქმეში გავლენიანი პირები ჩაერთნენ. უკმაყოფილო მშობლებმა მერიაში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ მოულოდნელად პოზიცია შეცვალეს. 

ჩხოროწყუს ინციდენტზე "უმძიმესი აღშფოთება" გამოთქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი