გიორგი გახარია, ჩხოროწყუში, მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს იძულებით დასუფთავებას ეხმაურება. პრემიერმინისტრის თქმით, ფაქტი აღმაშფოთებელია და სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება.
"შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება, მე ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს სადაც ასეთი, აღმაშფოთებელი რამ მოხდა, დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე, გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც" – თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ
ამავე თემაზე:
ასევე იხილეთ: ეს არის სრულად ნორმალური – გახარია სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებზე